მასწავლებელი: გულჩორა ტიელიძე
_____________________________________________
საგანი: გეოგრაფია კლასი: მე-9 კლასი
_____________________________________________
თემა: საქართველოს ჰავის ძირითადი კლიმატწარმომქმნელი
ფაქტორები
_____________________________________________
მოსწავლეთა რაოდენობა: 5 მოსწავლე. სსსმ
მოსწავლე კლასში არ არის.
_____________________________________________
გაკვეთილის
მიზანი:
- მოსწავლე ეცნობა მზის რადიაციას(არეკვლილი, გაბნეული, ჯამური რადიაცია,ალბედო
და სხვ);
- ასახელებს
კლიმატწარმომქმნელ ძირითად ფაქტორებს;
- განსაზღვრავს საქართველოს კლიმატის მრავალფეროვნების
მიზეზებს.
-იყენებს ცხრილებს,სქემებს,რუკებს,ინტერნეტრესურსებს
-ახასიათებს ადგილის ჰავის ძირითად ნიშნებს თვალსაჩინოების
გამოყენებით.
_____________________________________________
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მოსწავლეს შეუძლიარუკის, თვალსაჩინოების
(ფოტო, ცხრილი, გრაფიკი, დიაგრამა და სხვ)დახმარებით დაახასიათოს ადგილი,მოვლენა
და პროცესი.
_____________________________________________
საჭირო
წინარე ცოდნა: მოსწავლეებს აქვთ ინფორმაცია წინა კლასის მასალებიდან
კავკასიის და საქართველოს გეოგრაფიულ
მდებარეობაზე,
კლიმატურ სარტყლებზე,დედამიწის
ღერძის დახრილობის ,სფეროსებრიობის მნიშვნელობაზე კლიმატის ჩამოყალიბების პროცესში შავი
ზღვის გავლენაზე
რელიეფის ფორმების განლაგების
მნიშვნელობა-ნალექების და ჰაერის მასების გავრცელებაზე
_____________________________________________
საჭირო
უნარ-ჩვევები: -ინფორმაციის მოძიება და მიზნობრივად გამოყენება
-თვალსაჩინოების
გამოყენება
-ანალიზის უნარი
-კრიტიკული აზროვნება
_____________________________________________
სასწავლო
მასალა და რესურსები:
საქართველოს ფიზიკური და კლიმატური
რუკები
ფაილი-ჰაერის მასების გადაადგილებაზე
და მსოფლიო კლიმატურ რუკაზე, ტექსტის ცხრილები, ჯამური რადიაციის რუკა, სქემა, თაბახის
ფურცლები, ჩხირები,მარკე-რები, ცარცი,კომპიუტერი, მონიტორი, შეფასების სქემა.
კლასის
ორგანიზება: ინდივიდუალური, საკლასო
შეფასება: განმავითარებელი, განმსაზღვრელი
_____________________________________________
გაკვეთილის მსვლელობა
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს
და შეფასების რუბრიკას
მასწავლებელი ქმნის საგაკვეთილო განწყობას
(1წთ)
აქტივობა#1.
მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება გონებრივი იერიშის გზით(3წთ)
მსვლელობა: მოსწავლეები იხსენებენ წინა კლასებში შესწავლილს:
- რა არის ჰავა?
- რა არის ჰაერის
მასები?
-კლიმატური სარტყლების
ჩამოყალიბების მიზეზებს(დედამიწის
სფერულობა, ღერძის დახრილობა,დედამიწის არათანაბარი
გათბობა)
შავი ზღვის მნიშვნელობას ჰაერის
მასების ჩამოყალიბებასა და ტრანსფორმირებაში
საქართველოს
გეოგრაფიული მდებარეობას კლიმატური სარტყელების მიმართ
-რელიეფის ფორმების გავლენას ჰაერის მასების მიმართულების შეცვლაზე
და ნალექიანობაზე.
შეფასება: განმავითარებელი. (1წთ)
____________________________________________________________________________
აქტივობა#2 მიზანი:
მუშაობა ტექსტის წინა ლექსიკონზე . (3წთ)
მსვლელობა: მოსწავლეები
ინდივიდუალურად ეცნობიან ლექსი-
კონის
ცნებებს,ტერმინებს მათ განმარტებებს.მასწავლებელი
ურიგებს მოსწავლეებს ბარათებს,სადაც მოცემულია
განმარტება, მოსწავლე მიუწერს, რომელი ტერმინის განმარტებაა.
მასწავლებელი იყენებს ჩხირებს
და ამოწმებს სისწორეს.
მაგ:
მზის სინათლის და სითბოს გამოსხივება---------------
პასუხი: მზის რადიაცია.(ჩაწერს ხაზზე).
პირველი ვინც შეასრულებს
დაიძახებს „ ბ ი ნ გ ო“
განმავითარებელი
შეფასების სქემა (1წთ)
წარმატებული პასუხების მოსწავლე ავიდა შხარაზე-ე.ი. I ადგილზე და ა. შ
_____________________________________________
აქტივობა# 3.
მიზანი: მუშაობა ტექსტზე ( მეორე და მესამე აბზაცი),შესაბამისად
ცხრილის ანალიზი.
(3წთ)
მსვლელობა: მასწავლებელი
მოსწავლეებს აძლევს დავალებას
ცხრილში
მოცემული მეტეოსადგურები(ქალაქები) დალაგონ
ზღვის დონიდან სიმაღლის ზრდის მიხედვით შეადარონ მზის
ნათე-
ბის ხანგრძლივობა ცვლილება. „ბ ი ნ გ ო“
ანალიზი გვიჩვენებს
,რომ მზის ნათების ხანგრძლიობა ზღვის
დონიდან მაღლა ასვლისას იზრდება.
განმავითარებელი
შეფასება - სიტყვიერი (1წთ)
_____________________________________________
აქტივობა#
4. მიზანი:
მოსწავლეები ეცნობიან ინტერნეტის ფაილს-ჰაერის მასების შემოჭრა
საქართველოში და მსოფლიო კლიმატურ რუკას.
მსვლელობა: მოსწავლეები ნახულობენ საქართველოს მდებარეობას
სუბტროპიკული სარტყელის ზედა საზღვარზე. (2წთ)
სქემაზე ჩანს ჰაერის მასების მოძრაობა
4 მიმართულებიდან სამხრეთ
კავკასიაში.
მოსწავლეები გამოთქვამენ აზრს:
ჩრდ-დან იჭრებიან არქტიკული ჰაერის მასები
სამხ-დან
ტროპიკული ჰაერის მასები
დას-დან
ზომიერი განედის(ატლანტის ოკეანური)
აღმო-დან ზომიერი (კონტინენტური).
მასწავლებლის
მიერ დასმული კითხვებით გამოიკვეთება
კავკასიონის, სამხრეთ მთიანეთის,“ საქართველოს
დერეფანის“ როლი ჰაერის მასების გავრცელების პროცესში. ფაილში ჩანს,რომ კავკასიონი ეღობება და არქტიკული
ჰაერის მასები შავი და კასპიის ზღვიდან სამხრეთ კავკასიაში იჭრება. დასკვნას მოსწავლეები გააკეთებენ რა შეიძლება შეცვალოს
ამ ჰაერის
მასამ(არქტიკული) სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ
საქართველოში.
_____________________________________________
აქტივობა
#5 კ ა რ უ ს ე ლ ი
(3წთ)
მიზანი:
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ საქართველოს რელიეფი.
მათ
უნდა განსაზღვრონ ძირითადი და მეორეხარისხოვანი
კლიმატური
ბარიერები,საქართველოს დერეფანის ოროგრაფ-
იული
ერთეულები.ეცნობიან ბარიერების სქემა-რუკას.
მსვლელობა:
მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები, სადაც ჩამოწერილ-
ია
საქართველოს ქედები და „დერეფანის“ოროგრაფიული ერ-
თეულები.შესაბამისად
კედელზე გაკრულია 3 თაბახის ფურც-
ელი. „ კარუსელის“ მეთოდით ისინი აჯგუფებენ ჩამონათვალ
ობიექტებს.
მაგ:ძირითადი
ბარიერი: ლიხის ქდ, მესხეთის ქდ.კავკასიონის ქდ
მეორეხარისხოვანი:თრიალეთის
ქდ,გომბორისქდ,სვანეთის ქდ
„დერეფანი: კოლხეთის დაბლობი,ალაზნის ვაკე და ა.შ.
მასწავლებელი
მოსწავლეების მეშვეობით ამოწმებს ც ე რ ი ს
აწევით
ობიექტი
სწორადაა მოთავსებული „კარუსელში“ თუ არა. (1წთ)
___________________________________________________________________________
კ ვ ლ ე ვ ა
აქტივობა#6
(15წთ)
მიზანი: მასწავლებელი გაახსენებს მოსწავლეებს ისეთ კლიმატურ
მოვლენებს, რომელიც
საქართველოსთვის არ არის ტიპიური.
მაგ: 1. - ზამთარი ჩვეულებრივად ჩვენთან ზომიერად
ცივია თოვლიანია,
მაგრამ ზოგჯერ მკაცრად ყინვიანი,თანაც მშრალი.
2. -ზაფხული ჩვეულებრივად ზომიერად
ცხელი და მშრალია, მაგრამ ზოგჯ-
ჯერ აუტანლად ცხელი და გვალვიანი.
3. - შემოდგომა და გაზაფხული შედარებით
ნალექიანი და გრილია,მაგრამ
ზოგჯერ პირიქით მშრალი
და თბილი
კ ი თ ხ ვ ა: ახსენი რომელმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს
ასეთი გადახრები?
საჭირო რესურსი: ჰაერის მასების რუკა,
ჯამური რადიაციის რუკა,საქართვ-
ელოს ფიზიკური რუკა.
მოსწავლეებს აქვს უფლება აირჩიოს
,რომელ გადახრას ახსნის ერთი,ორი ან
სამივე.
-მოსწავლე იყენებს ჰაერის მასების სქემა-რუკას
ინტერნეტიდან და თანდართულ ტექსტს, კლიმატური
ბარიერების სქემა-რუკას,ფიზიკურ რუკას.
სავარაუდო პასუხი: 1. ასეთი მოვლენა მოხდება არქტიკული ჰაერის მასები
შემოჭრის შედეგად.ამ ჰაერის მასებს ეღობება კავკასიონის
განედური ქედი. შავი და კასპიის ზღვის მხრიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ
საქართველოში ზამთარში.
2. ასეთი ზაფხული ტროპიკული ჰაერის მასების შემოჭრის
შედეგად
ყალიბდება სამხრეთიდან.
3. შემოდგომით და გაზაფხულით ატლანტის ოკეანური
ჰაერის მასებს
მოაქვთ დასავლეთიდან ტენი, აზიის კონტინენტიდან კი სიმშრალე. აგრეთვე
-მოსწავლე ასახელებს სათანადო რუკის მიხედვით
ჯამურ რადიაციის მაჩვენებ-
ელს დასავლეთ
და აღმოსავლეთ საქართველოში, აგრეთვე სამცხე -ჯავახეთში.
-
კვლევის შედეგის წარდგენა:
(5წთ)
შეფასება: ურთიერთშეფასება და თვითშეფასება
(3 წთ)
გასასვლელი ბილეთი: ჯამური რადიაცია და რადიაციული ბალანსი საქართველოში ( სახელმძღვანელოს
ტექსტის მიხედვით დაზუსტება)
(1წთ)
რეზერვი:
(1წთ)
შეფასების კრიტერიუმი
|
https://docs.google.com/document/d/1peHGhPrqIVk3dFK3UdPmYmL6p9joeZVAbaEE7C4cnh4/edit
No comments:
Post a Comment