გულჩორა ტიელიძე
Sunday, November 11, 2018
Sunday, November 4, 2018
პროექტი-ჩემი სოფლის დემოგრაფიული სტრუქტურა
1. პროექტის სახელწოდება: ,,ჩემი სოფლის დემოგრაფიული სტრუქტურა''
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) : პროექტის შესრულებისას დადგინდება როგორია სოფლის დემოგრაფიული მდგომარეობა და პერსპექტივები. მოსწავლეები მოძიებული სტატისტიკური მონაცემებით შეადგენენ სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდას.
3. პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია ბიზნესისთვის, ბიზნესმენს დაეხმარება სამომავლოდ, რადგან პერსპექტივაში ჩანს შრომითი რესურსები, მაგ.:ღვინის ქარხანა ან საკონსერვო წარმოების დარგი განავითაროს.
4. პროექტის მიზნები: #აღრიცხონ მოსწავლეებმა სოფლის მოსახლეობა ასაკის და სქესის მიხედვით;#შეადგინონ სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა;#შეადარონ წინა წლების კვლევას;#დაინახონ აღწარმოების რომელ სტადიაშია სოფელი;#განსაზღვრონ უახლოეს წლებში (5-10 წ.) როგორია შრომისუნარიან ადამიანთა რაოდენობა; ე.ი. შრომითი რესურსები;
5. მონაწილეთა ასაკი: მე-9 კლასის მოსწავლეები(14-15წ)
6. ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა;
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
- შეადგენენ სოფლის სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდას;
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:აღრიცხვისთვის თაბახის ფურცელი,ფორმატის ქაღალდი,მარკერები, საპრეზენტაციო ფურცელი,სახაზავი
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1. დაგეგმვა-სიტუაციური ამოცანის მიხედვით;
აქტივობა 2. ორგანიზება- მოსწავლეების განაწილება უბნების მიხედვით;
აქტივობა 3. კითხვარის შედგენა (ქალების, მამაკაცების, ბავშვების რაოდენობა ასაკის მიხედვით;
აქტივობა 4. ინფორმაციის მოძიება - ინტერვიუ ოჯახში. ბინაზე მისვლით მონაცემების შეგროვება ჯგუფებში, წყვილებში ან ინდივიდუალურად;
აქტივობა 5. მონაცემების დაჯგუფება- შეჯამება;
აქტივობა 6. სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდის გრაფიკულად გამოსახვა;
აქტივობა 7. შედარება წინა ( 5წლის წინა) მონაცემებთან და დასკვნების გამოტანა;
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გეო.IX.8.მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლების და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტიურობასთან; # შედეგი მიღწეულია: თუ მოსწავლე აანალიზებს საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიულ პერსპექტივას სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, ადგენს სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდას და ადარებს სხვადასხვა აღწარმოების ტიპის მქონე ქვეყნების ანალოგებს.
მოქ.IX.8. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლებისა და პირობების კვლევა.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): გულჩორა ტიელიძე;
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: Gulchoratielidze@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:gulchoratielidze1.blogspot.com
Saturday, November 3, 2018
Saturday, October 27, 2018
Friday, October 26, 2018
Subscribe to:
Posts (Atom)