Sunday, November 4, 2018

პროექტი-ჩემი სოფლის დემოგრაფიული სტრუქტურა

1. პროექტის სახელწოდება: ,,ჩემი სოფლის დემოგრაფიული სტრუქტურა''

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) : პროექტის შესრულებისას დადგინდება როგორია სოფლის დემოგრაფიული მდგომარეობა და პერსპექტივები. მოსწავლეები მოძიებული სტატისტიკური მონაცემებით შეადგენენ სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდას.
3. პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია ბიზნესისთვის, ბიზნესმენს დაეხმარება სამომავლოდ, რადგან პერსპექტივაში ჩანს შრომითი რესურსები, მაგ.:ღვინის ქარხანა ან საკონსერვო წარმოების დარგი განავითაროს.

4. პროექტის მიზნები: #აღრიცხონ მოსწავლეებმა სოფლის მოსახლეობა ასაკის და სქესის მიხედვით;#შეადგინონ სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა;#შეადარონ წინა წლების კვლევას;#დაინახონ აღწარმოების რომელ სტადიაშია სოფელი;#განსაზღვრონ უახლოეს წლებში (5-10 წ.) როგორია შრომისუნარიან ადამიანთა რაოდენობა; ე.ი. შრომითი რესურსები;

5. მონაწილეთა ასაკი: მე-9 კლასის მოსწავლეები(14-15წ)

6. ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა;


7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
- შეადგენენ სოფლის სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდას;


8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ღრიცხვისთვის თაბახის ფურცელი,ფორმატის ქაღალდი,მარკერები, საპრეზენტაციო ფურცელი,სახაზავი 


9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1. დაგეგმვა-სიტუაციური ამოცანის მიხედვით;

აქტივობა 2. ორგანიზება- მოსწავლეების განაწილება უბნების მიხედვით;

აქტივობა 3. კითხვარის შედგენა (ქალების, მამაკაცების, ბავშვების რაოდენობა ასაკის მიხედვით;

აქტივობა 4. ინფორმაციის მოძიება - ინტერვიუ ოჯახში. ბინაზე მისვლით მონაცემების შეგროვება ჯგუფებში, წყვილებში ან ინდივიდუალურად;

ქტივობა 5. მონაცემების დაჯგუფება- შეჯამება;

აქტივობა 6. სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდის გრაფიკულად გამოსახვა;

აქტივობა 7. შედარება წინა ( 5წლის წინა) მონაცემებთან და დასკვნების გამოტანა;


10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:          

გეო.IX.8.მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლების და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტიურობასთან; # შედეგი მიღწეულია: თუ მოსწავლე აანალიზებს საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიულ პერსპექტივას სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, ადგენს სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდას და ადარებს სხვადასხვა აღწარმოების ტიპის მქონე ქვეყნების ანალოგებს.

მოქ.IX.8.  მოსწავლეს შეუძლია  საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლებისა და პირობების კვლევა.

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): გულჩორა ტიელიძე;

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: Gulchoratielidze@gmail.com

13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:gulchoratielidze1.blogspot.com